ტეგები

, , , ,

ყოველთვის მინდოდა ყოველი ზაფხული, წინა ზაფხულისგან განსხვავებული და მასზე უკეთესი ყოფილიყო, საინტერესოდ გამომეყენებინა შვებულება , აქეთ-იქით წოწიალ-ხეტიალიც მომესწრო და დასვენებაც გამომსვლოდა … ეს ზაფხული ყველა ზაფხულთან შედარებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა …
ჯერ ბათუმში ჩემს დასთან ერთად…

DSC07455

შემდეგ ქობულეთში თანამშრომლებთან ერთად მშვენიერი სტაფ-პიკნიკი გამომივიდა …

DSC03705

DSC03799

ამ ორი გემრიელი ადგილის შემდეგ არანაკლებ გემრიელ და მშვენიერ ადგილზე ამოვყავი თავი, ჭიათურის ერთ -ერთ სოფელში, ხრეითში ვსტუმრობდი ჩემს მეგობარს .
მგზავრობის ჩათვლით ძალიან სახალისო და სასიამოვნო ორი დღე მქონდა …
ნამდვილად არ მომჩვენებია რომ ხრეითში ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს,ყურადღებიანი, მხიარული, მშრომელი , ერთგული და მოქეიფე იმერლები.
ჩემს მეგობართან , ჩემი მეგობრის და-ძმასთან და მამიდაშვილებთან ერთად საკმაოდ ბევრი ვიხეტიალეთ, მდინარე ბუჯაზე , მდინარეზე პატარა ხიდებია გაკეთებული, იქვე მწვანეში ჩაფლული წყლის წისქვილი,რომელიც მოქმედია და სოფლის მოსახლეობა იყენებს .
ვიყავით ალპინისტ ჯაფარიძეების მუზეუმში, სოფელ ხრეითში, გახსნილია მთამსვლელ ალექსანდრა, სიმონ და ალექსანდრე
ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი , სამწუხაროდ წარმოდგენაც არ მქონდა ამ ხალხზე …
ცუდია რომ მოსავლელი და მისახედია სახლ-მუზეუმი… ალბათ მალე დაიწყებს სახლი ჩამოშლას , მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეც ცუდ მდგომარეობაშია, ეზოში ცაცხვის ხის ქვეშ ჩაყრილ ქვევრებსაც მალე ნეშო და მიწა ამოავსებს 😦DSC04145
შემდეგი გაჩერება წმ. გიორგის სახელობის ეკლესია იყო, რომელსაც ზეციხეს ეძახიან .ამ ადგილიდან კარგად მოსჩანს ხრეითი, კარგი ხედებია ფოტოგრაფებისტის და არამარტო 🙂
DSC04067

ხრეითის შემდეგ თერჯოლაში წავედი ,სოფელ სკანდეში ციხეზე
სოფელი სკანდე მდებარეობს თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარის მარცხენა მხარეს, ზღვის დონისან 400 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კმ-ში .სოფელში შემორჩენილია განვითარებული შუა სუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, რომელიც იმერეთის მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
DSC05599
ციხეზე შემორჩენილია ქვევრის ნატეხები, გვირაბი, რომლითაც წყალს ეზიდებოდნენ. ციხის ირგვლივ ისეთი ფიჭვის ტყეა მთელი დღე ღრმად ვსუნთქავდი :დ
დიდხანს ვყვიროდი ხმამაღლა და მერე ექოს ხმას ვუსმენდი…
ისეთი ლამაზია ირგვლივ ყველაფერი … სიამოვნებით გავშლიდი მომავალში კარავს რამდენიმე დღით .
ლაშქრობაზე მწვადი არ იყო რადგან დიეტას ვერ ვღალატობ , სანაცვლოდ „დავკალით „ვაშლი :დ და კიდევ რამდენიმე ხილის სახეობა 🙂
DSC05541
წვიმამ იფიქრა ,ბოლომდე ლამაზი დღე ხომ უნდა გამოუვიდესო და დაეშვა მთელი ძალით დედამიწაზე … გემრიელად გალუმპულებმა საკმაო მანძილი ცეკვით ვიარეთ მუსიკის თანხლებით :დ
581812_550200028361180_526525795_n

რამდენიმე დღეში ქობულეთს და ბათუმს გავუვლი … ალბათ მეტ ხეტიალს ვერ მოვასწრებ ამ ზაფხულს სამსახურის გამო, თუმცა შემოდგომაზე რაჭის გზას დავადგები …არასდროს მინახავს რაჭა შემოდგომაზე და წელს ვნახავ …