დასასრული

ვგრძნობდი, როგორ მერეოდა რაღაც საშინელი გრძნობა, ამ გრძნობასთან ერთად სიბრაზეც…

ვიცი რომ ჩვენ არ ვართ ერთი, ისიც ვიცი რომ არც არასდროს ვიქნებით ალბათ, იმიტომ რომ ორივე კეთილი ადამიანები ვართ და არ გვიღირს სხვის ცრემლებად  საკუთარი ბედნიერება.

გულაღმა ვიწექით და ის თავის ცხოვრებაზე, გრძნობებზე, ტკივილებზე მიყვებოდა.

ლაპარაკობდა შეუსვენებლად, დაუღლელად, გატაცებით. ლაპარაკობდა როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი რომ არა ის პრობლემები , რომლებიც ურთიერთობის გაგრძელებას აფერხებს. ამბობდა „ჩვენ“ და არა  შენ და მე … თუმცა რაღა აზრი აქვს როგორ მოვიხსენიებთ საკუთარ თავებს, როცა ყველაფერი სულ ერთია , როცა შანსები ხელიდან გავუშვით და მომავალშიც ვერაფერს ვხედავთ განსაკუთრებულს?!

ჰყვებოდა რას გრძნობენ ადამიანები, როცა საყვარელ არსებებს ხედავენ, როცა ეხუტებიან, როცა მათთან ერთად სძინავთ, როცა მათ გარდა არავინ აინტერესებთ …

თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი თითიდან მოიხსნა და ხელში ათამაშებდა, მერე ისევ გაიკეთა , მერე ხელის გულებით თვალებიდან ცრემლები შეიმშრალა და  წამოჯდა.

–იცი რა მინდა ?

–არა

–სადმე გადავიკარგო!

–გადაიკარგო?

–ჩვენ გადავიკარგოთ!

–   …

მერე დიდხანს ვიყავით ასე ჩუმად.

მერე ისევ რამდენიმე საათის განმავლობაში, მწვანე ბალახზე გულაღმა ვეყარეთ და ერთმანეთს პრობლემებს, სიხარულებს, ტკივილებს,სურვილებს ვუყვებოდით…
ბოლოს მივხვდით, იმდენად უბედური ვიყავით ორივე, რომ ჩვენი ერთად ყოფნით ერთი გრანდიოზული უბედურება წარმოიქმნებოდა და ჩვენი გზებით წავედით …dsc_0556

 

Advertisements

საპნის ბუშტი

–ხანდახან მეც მბეზრდება ყველაფერი მარიამ , მეც განვიცდი, ვტირი,იარებს ვიშუშებ და მერე ისევ იგივეს გადასატანად სრულ მზადყოფნას ვაცხადებ, მაგრამ ამ ყველაფრის გადატანა არ შემიძლია ჩუმად და უხმაუროდ. მგონია საპნის ბუშტი ვარ და სადაცაა გავსკდები.

– ჰო, ვიცი და ეგ ბოლო ნაწილია ჩვენს შორის სხვაობა.

13443146_1039428242771687_3024960761193444600_o

მოკლედ …

შეხვედრების ოთახში ვიჯექი.
ჩემთან ერთად სხვებიც ისხდნენ.მხოლოდ ერთი მდედრობითი სქესი ნახევრად ღია სარკმელთან იდგა და არც თუ ისე მომხიბვლელ ხედს გაჰყურებდა.

კარები გაიღო, ის დიდი ზურგჩანთით შემოვიდა,მოგვესალმა და დაჯდა. წყალი დალია,შუბლიდან ოფლი მარცხენა ხელით მოიწმინდა და საუბარი დაიწყო.

ვერ ვხვდებოდი რა უნდა მომესმინა მისგან ახალი და საინტერესო.

მესამე წინადადებაში თქვა,, მე თვითნასწავლი ვარ და ჯერ კიდევ სწავლობ ბევრ რაღაცას,,
მხოლოდ მესამე წინადადების გამო დავრჩი 1 საათი და 30 წუთი…

ვუსმენდი…
კიდევ ვუსმენდი…
გულწრფელად ვუსმენდი…

ახალი არაფერი მომისმენია , თუმცა ძალიან ნაცნობი მომენტები მახსენდებოდა ჩემი ცხოვრებიდან და ეს სულაც არ იყო იოლი, არც მისი მოსმენა და არც ჩემი ცხოვრება …

არც მომავალი ცხოვრება იქნება იოლი !

:ხანდახან მინდა საერთოდ არაფერი ვიცოდე:

DSC_0070.JPG

იმედი

სასაცილოები ვართ ადამიანები როცა გეგმებს ვაწყობთ, როცა ვიცით რომ ვერც ობობიის ქსელიდან დავაღწევთ თავს და ვერც იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომლებიც უნდა გადაგვედგა ,თუმცა სტაბილური მიზეზების გამო ვერ გადავდგით.

როცა ვიღაცასთან ერთად ფრენა გინდა და ვერ  მიფრინავ, იმიტომ რომ  აფრენამდე დაკარგე .

კიდევ უფრო სასაცილო ისაა, როცა მოგონებებით აგრძელებ ცხოვრებას, იმის ნაცვლად რომ გეგმები რეალობად აქციო. ის გეგმები, რომლებიც ასე სასაცილოდ გვეჩვენება.

თუმცა , როცა ადამიანს ხედავ,როცა მისი ხმა გესმის, როცა მის თვალებში იმას კითხულობ რაც გინდა,მაშინ  სადღაც გულის პატარა ნაწილში  ჩნდება  რაღაც იმედი, იმედი რომ ფრენას შეძლებთ, ერთად ფრენას და ობობიის ქსელიდანაც ერთად დააღწევთ თავს.

DSC_0997

 

გირჩები

სახლში წასვლა მეზარებოდა…

არ ვგრძნობდი თავს კარგად, უფრო სწორად არაფერს არ ვგრძნობდი…

არ მეჩქარებოდა…

არავინ მელოდა  და რატომ  ვიჩქარებდი ?

მერე წვიმა წამოვიდა …

არ მახსოვს რა დრო დამჭირდა სახლამდე მისასვლელად …

ვერ გრძნობდი რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი არსებობა, ვერ ვგრძნობდი რომ გჭირდებოდი, ვერც იმას ვგრძნობდი რასაც   რეალურად ვგრძნობდი .

სახლში სული მეხუთებოდა…   აივანზე ვიჯექი და  ჩემს გირჩებს ვუყურებდი,  ჩემი ოთახიდან კამერის აღება მეზარებოდა, მერე ვიფიქრე რომ ეს მომენტი უნდა გადამეღო, იმიტომ რომ ყოველთვის გამხსენებოდა  ის ტკივილი რომელიც შენ  ჩვენ მოგვაყენე… იმიტომ უნდა გამახსენდეს რომ იგივე შეცდომის დაშვების საშუალება არ მივცე საკუთარ თავს …

ძალიან მტკივა …

განვლილი ერთი წლის თითოეული დღე და საათი მტკივა, თითოეული შენგან მოსმენილი ტყუილი მტკივა …

ამბობენ: “თავმოყვარეობა რომ ხელს არ გვიშლიდეს ყველას ყველაფერს ვაპატიებდითო” მაგრამ არ ვიცი სადაა ეს თავმოყვარეობა , სადაა შენი გულწრფელობა და ის სიყვარული რაც წარსულიდან უნდა გამოგყოლოდა …

უსამართლობაა…

არ ვარ კარგად !

ახლა ძალიან რთულად ვარ.

ძალიან დაღლილი , არა დაღლილი იმდენად არა როგორც  დეპრესიული. მოციმციმე დეპრესია მაქვს, ადამიანების მონატრება მაგდებს ამ მდგომარეობაში… არ ვიცი ვის რა ჰგონია და უნდა, მაგრამ მე მგონია რომ ჩემი საშველი არ იქნება და ვერც იმას ვხვდები რატომ არ იქნება  ან საერთოდ  რა მინდა …

რა მინდა შენგან, მისგან, სხვისგან, ვიღაცისგან… ჩემებისგან …

ბევრი არც არაფერი  მინდა , საერთოდ არაფერი , უფრო სწორად არ ვიცი რა მინდა …

მხოლოდ ის ვიცი რომ ის ადამიანები მჭირდება, რომლებთანაც თავს კარგად ვგრძნობ, მათი ჩახუტება მინდა, მათთან ერთად ხეტიალი მინდა, მათი ღიმილი მინდა, მათი სიტყვაძუნწობაც კი მინდა ახლა …

IMG_9582

კატა და მტრედები

კიდევ ერთი ვიდეო, უფრო სწორად ჩემი საყვარელი ვიდეო …

ბაზარში გამოვიარე, ხილის საყიდლად და შემთხვევით გადავეყარე კატას და მტრედებს.
საკმაოდ მწარედ დამცინეს ვიდეოს გადაღების დროს მაგრამ, არაუშავს 🙂

აი, ის მომენტი …

ის მომენტი მაქვს, ყველაფერს რომ ერთად გრძნობ …

ტკივილს, სევდას, წყენას, სიბრაზეს და კიდევ ათასგვარ საშინელებას …
რომ გტკივა და არ იცი როგორ გაიყუჩო ეს ტკივილი…
სევდა, წყენა და სიბრაზე რომ ერთად გჭამს და არც ის იცი ამ სამ საშინელ გრძნობას
როგორ მოუღო ბოლო და როგორ მოიშორო თავიდან.
ვფიქრობ… ვფიქრობ… ვფიქრობ და საკუთარ თავს ვებრძვი …
მერე, მახსენდება …
რომ…
რომ მიყვარს და … სასტიკად რომ მიყვარს …
საშინლად რომ მიყვარს და ამის გამო ვპატიობ …

ყველაფერს…

მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს და სხვაგვარად არ შემიძლია …
DSC02792